გიორგი სახოკიამ, კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან შეხვედრა გამართა

12/04/2021

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N9 და სოფელ მაკვანეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი კვირით შეჩერდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ასევე, ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის რამდენიმე კლასი ორი კვირის განმავლობაში გადავა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. საერთო ჯამში, რეგიონში, ამ ეტაპზე, 307 დაინფიცირებული პაციენტია, 507 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0