გიორგი მღებრიშვილმა „ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეებს შსს-ს ტექნოლოგიური მიღწევები გააცნო

21/07/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს „ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მინდია ჯანელიძე ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა და უწყების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.
ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს და საქართველოს საპატიო კონსულებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ. სტუმრები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, დამნაშავე პირების დროულად დადგენა-დაკავებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას, სატრანსპორტო ნაკადების მართვას, უტყუარი მტკიცებულებების მოპოვებას, ასევე, სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0