დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმი გიორგი მღებრიშვილი შუახევის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიის შედეგებს გაეცნო.მოიარა დამეწყრილი ადგილები და დაზარალებულებს გაესაუბრა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირისგან მოისმინა არსებული მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია. მინისტრთან ერთად სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის და ადგილბრივი მთავრობის წარმომადგენლებიც.
უჩამბის ხეობაში მდინარე გუდნისწყლის ადიდებამ დროებით აღდგენილი ხიდი კვლავ წაიღო.ევაკუირებულია 4 ოჯახი.სტიქიამ სერიოზულად დააზიანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, გადარეცხა გზის სავალი ნაწილი, დასილა წყალგამტარი არხები, განვითარდა ქვათაცვენა და გზებზე გრუნტის ჩამოშლა.
1 ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე სოფელ ქიძინიძეებშიც. დილიდან დღვანის ადმინისრაციულ ერთეულში გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.მდინარე გუდნისწალის ადიდების გამო უჩამბაში ხიდის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი, მაღალი გამავლობის ავტომანქანებით, ალტერნატიული გზითაა შესაძლებელი. გამგეობაში, საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში კვლავ აგრძელებს მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი :0 800 100 108 (ზარის განხორციელება უფასოა).
გიორგი მღებრიშვილი შუახევში განვითარებულ სტიქიის შედეგებს გაეცნო
09/07/2016