გიორგი მარგველაშვილს გერმანიის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

12/09/2016

საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ჰაიკე ფაიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხებსაც შეეხო.
ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა ჰაიკე ფაიჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0