გიორგი მარგველაშვილს საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუდოლფ მიხალკამ რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.
ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სლოვაკეთის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
19/03/2018