გიორგი მარგველაშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა

08/02/2017

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ბოლო პერიოდში, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
„საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს გაიმართა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან. საუბარი კონკრეტულად შეეხო იმას, თუ რა ხდება, როგორი არის ზოგადად მისი განვითარების გეგმა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიიღო სრული ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი წევრებისგან“- აღნიშნა ეკატერინე მიშველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0