გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვედა

19/05/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტი არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადეს საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის და განაცხადეს, რომ ამ მისიებში საქართველოს, როგორც ერთერთი მსხვილი კონტრიბუტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია

Tweet about this on TwitterShare on Facebook0