ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი (T.C. Başbakanlık) ოფიციალური ცერემონიით დახვდა.
ჩანქაიას სასახლეში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციების წევრები წარუდგინეს.
დღესვე, ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება და ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს. მთავრობის მეთაურები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
გიორგი კვირიკაშვილს თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი ოფიციალური ცერემონიით დახვდა
19/07/2016