გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ბრძანებები გამოსცა

12/09/2016

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ბრძანებები გამოსცა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში-ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა.ასევე პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა კახეთის სახელმწიფო-რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0