გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ორგანიზებაში

09/09/2016

გუშინ დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც თავად გენერალური მდივნის მიერ შეფასდა, როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ორგანიზებაში.
„უკლებლივ ყველა სტუმარმა და უპირველეს ყოვლისა ბატონმა იენს სტოლტენბერგმა, გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამასთან, მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული მხარდაჭერა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და სტაბილურობის შექმნის გზით ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას,“ – განაცხადა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0