გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

24/08/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა გერმანელ დიპლომატს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ბეტინა კადენბახს, რომელიც საქართველოში გერმანიის ფედერაციული ელჩის თანამდებობაზე 2015 წლის 15 ივლისს დაინიშნა, მისიის ვადა ეწურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0