საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო. საღმრთო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლინა. პატრიარქმა მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა და საქართველოს ხელისუფლება დალოცა.
გიორგი კვირიკაშვილი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო
27/01/2017