გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

12/01/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარს “საზარელს” უწოდებს და განხორციელებულ ტერაქტს გმობს. “მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების მშვიდი განვითარებისთვის და არის სასტიკი დანაშაული. ვგმობ ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოვთქვამ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევაჩერებთ უდიდეს ბოროტებას, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ემუქრება”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0