გიორგი კვირიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

11/03/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს სალომე ზურაბიშვილსშეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრმა პრემიერს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც „მოქალაქეობის შესახებ” კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ უნდა შეუწყდეს, როგორც ამას დღეს ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მისივე შეფასებით, ეს ევროპულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა და მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოშიც უნდა იყოს მიღებული. პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამ თემას განიხილავს.

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბევრი სხვა საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთმიმდინარე პროცესებსა და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე“,- განაცხადასალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0