გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

16/02/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში (Munich Security Conference) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 17-19 თებერვალს გაიმართება.
წელს კონფერენციის დღის წესრიგშია – ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა; სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
კონფერენციაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს.
მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0