საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოდის, მცირე და საშუალო მეწარმეებისგან საინიციატივო ჯგუფი გამოიყოს, რომელიც მათ პრობლემებს და წინადადებებს მთავრობამდე მიიტანს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”, მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩვენ გვინდა, რომ გამოიყოს საინიციატოვო ჯგუფი, რომელიც მუდმივად მოიტანს მთავრობამდე თქვენს პრობლემებს და წინადადებებს. ჩვენი წარმომადგენლის ჩართულობით მოხდება ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გააიოლებს თქვენს ცხოვრებას და ფუნქციონირებას”, – განაცხადა პრემიერმა.