გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება

18/01/2016

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ განუცხადა, პირადად ის შეხვედრაზე საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გეგმავს საუბარს.
გვასალია მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი არა იმდენად საბანკო სექტორის, არამედ ზოგადად საზოგადოების პრობლემაა, ვინაიდან საქმე ეხება საკუთრების უფლებას.
გარდა ამისა, გვასალიას თქმით, საუბარი შეეხება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელსაც. ეს არის პრემიერის რანგში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0