გიორგი კაპანაძე მცხეთაში არსებული ამბულატორიის ხელმძღვანელებს და ოჯახის ექიმებს შეხვდა

23/02/2018

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი მცხეთაში არსებული ამბულატორიის ხელმძღვანელებს და ოჯახის ექიმებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ამბულატორიების ინფრასტრუქტურული მდგომარეობისა და მოსახლეობისთვის მომსახურების სერვისების მიწოდების გაცნობა.
არსებული ვითარებიდან, სხვა პრობლემებთან ერთად უმრავლესობასთან მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. მერია მათ კომპეტენციის ფარგლებში თანადგომას დაჰპირდა, რათა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას გაეწიოს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.
შეხვედრაზე (ა)აიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ბადრი კუკულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში წელს გავრცელებული ინფექციური დაავადების მცხეთაში არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ასევე, მათი მხრიდან სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის გაცემულია სასარგებლო რჩევები წითელას პრევენციის შესახებ.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ხამხაძე და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0