გიორგი კაპანაძემ ხორცპროდუქტების საწარმო „ლიდერფუდი“ დაათვალიერა

02/02/2018

მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში, ხორცპროდუქტების საწარმო „ლიდერფუდი“ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ კომპანიის ხელმძღვანელთან დავით ზეიკიძესთან ერთად დაათვალიერა, რომელიც ბიზნესმენის თქმით თებერვლის თვეში გაიხსნება.
ამიერკავკასიაში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმო, რომელიც ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია “ლიდერფუდმა” ააშენა და დასაქმებულია 519 ადგილობრივი მცხოვრები.
პროდუქცია ნედლეულიდან პროდუქტის საბოლოო მდგომარეობამდე გადის ხარისხის სტანდარტების დაცვის მსოფლიო სტანდარტებს. საწარმოში ნედლეულის გადამუშავება ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით. საწარმო, ასევე ადგილზე საკუთარ ლაბორატორიაში ახორციელებს პროდუქტების ხარისხის შემოწმებას, რაც დამატებით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებას. ლიდერფუდი დღეისათვის 110-მდე დასახელების ხორცპროდუქტს აწარმოებს.
რეგიონისთვის მსგავსი ტიპის საწარმოების გახსნა, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0