გიორგი თანიაშვილმა, მჭადიჯვრის და ბაზალეთის ამბულატორიები მოინახულა

25/07/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი, მჭადიჯვრის და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

“ჯანდაცვის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შენობების სახურავის შეცვლა, შიდა ინტერიერის, სველი წერტილებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ” – განაცხადა გიორგი თანიაშვილმა.

აღნიშნული ამბულატორიების რეაბილიტაციას შპს “მარდი” ახორციელებს, ხოლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0