გიორგი ვოლსკი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

22/04/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს თომას მიულმანს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, ელჩის მხრიდან დადებითად შეფასდა სახელმწიფოს პოზიცია ამ ვითარებაში, როცა აუცილებელია პოლიტიკურ ველზე ვითარების დაწყნარება და სტაბილურობის, როგორც მთავარი მიზნის გამოკვეთა სახელმწიფო პოლიტიკაში.
ელჩი მიესალმება ყველა პოლიტიკოსის ნაბიჯს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ყურად იღოს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების გულწრფელი რჩევები საქართველოს ინტერესებისათვის მოქმედების და პარლამენტში მუშაობის გაგრძელების თაობაზე.

„ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამ კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესაძლო გზებზე. ასევე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით ჰქონდა. შევეხეთ ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესსაც. სტუმართან ერთად შევაფასეთ შექმნილი ვითარება და ის მძიმე სიტუაცია, რომელიც დღეს არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0