გიორგი ვოლსკი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

10/06/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს. გიორგი ვოლსკიმ სტუმარს აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლების ხედვა გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განათლების, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით.

„ქართულ-ებრაული ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის, რაც მყარ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობისთვის. საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას არა მარტო ტურიზმის მიმართულებით, არამედ ეკონომიკის დარგში და განათლების სფეროში. სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ამ ურთიერთობებს ხელი შეუშალა, მაგრამ არსებობს ძალიან კარგი გეგმები და შესაბამისად, ორ ქვეყნას შორის სამომავლო ურთიერთობებს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ისრაელში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0