გიორგი დოხტურიშვილმა სოფელ დისველში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო

01/09/2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ დისველის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივი მოსახლეობისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გიორგი დოხტურიშვილი მერთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, კერძოდ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს და მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა. გიორგი დოხტურიშვილმა სოფელ დისველში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც პრიორიტეტულია თითოეული ოჯახისთვის. სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა და შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას დაჰპირდა. მოსახლეობასთან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი დავით კიკოლაიშვილი და გაერთიანებულის წყალმომარაგების ბოლნისის სერვისცენტრის დირექტორი გია ყიფიანი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0