გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

23/08/2022

გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან კობა მურადაშვილთან ერთად ტურისტული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო:
1. სოფელ დიდ დმანისში მოეწყობა ბელვედერი;
2. სოფელ ვარდისუბნიდან სოფელ მაშავერის მიმართულებით საცალფეხო ტურისტული ბილიკები გაკეთდება.

ტურისტული ლოკაციების დამაკავშირებელი ბილიკების და ბელვედერის ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ დამთვალიერებელს დმანისის პანორამული ხედების ხილვის შესაძლებლობა მიეცემა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სამუშაო ვიზიტს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0