გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

05/04/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რიგი პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, მათ შორის რეგიონის მასშტაბით უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მომავალში დაგეგმილ, განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს. შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია და ნიკა კობახიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0