გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16/01/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის შეაჯამეს გასული წელი და აღნიშნეს, რომ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის 2023 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი და დატვირთული იყო სხვადასხვა პროექტებით. გარდა ამისა, რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე 2024 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. შეხვედრას რუსთავის, გარდაბნის, დმანისის, წალკის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ნიკა კობახიძე და კახა კობერიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0