გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

03/05/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართა, რომელსაც რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა დამსწრე წევრებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილა და აქცენტი ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გააკეთა. შეხვედრაზე განიხილეს რიგი პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი ტურისტული ადგილები, რომლებიც მნიშვნელოვნად განავითარებს მუნიციპალიტეტებში ტურიზმის სფეროს. სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს გადაეცათ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც ეხება საქართველოს, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონის 2022 წელს სტიქიური გელოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეძლებენ დასახლებული პუნქტების, ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და ს/ს სავარგულების სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით, ქმედითი ღონისძიებების შემუშავებას.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0