გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

03/08/2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართა. სხდომას რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია, დაესწრნენ. საბჭოს წევრებმა სამუშაო ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის:
რეგიონში დამატებით განსახორციელებელი პროექტები;
სახელდების რეფორმა.

მხარისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან საერთო ჯამში დამატებით 18 550 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 40-მდე პროქტი დაფინანსდება. თითოეულ მუნიციპალიტეტს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 650 000 ლარი გადაეცემა. სახელდების და დამისამართების რეფორმა ქვემო ქართლის რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ ეტაპზე 132 ქუჩა უკვე დამისამართებულია. დაწყებულია რეფორმის მეორე ეტაპი და 259 ქუჩის დამისამართება მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0