გიორგი გურასპაშვილმა, ხაშურში მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი კედლის გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

16/08/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხაშურში მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი კედლის გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 483 996 ლარია, მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს შესაძლო სტიქიის პრევენციის მიმართულებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქუტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს პროექტის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით.
სამუშაოების წარმოება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0