გიორგი გურასპაშვილმა სოფელ ფლევში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

18/08/2017

გიორგი გურასპაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგეობის და ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ფლევში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ ფლევის რამდენიმე უბანზე სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული ღონისძიების გატარება მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, რადგან გამართული წყლის სისტემა მოსახლეობისთვის წყლის შეუფერხებლად მიწოდებას და მათ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0