ხაშურქალაქობის დღესასწაულზე მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ დელეგაციები ხაშურთან დამეგობრებული ქალაქებიდან.
ობუხოვის (უკრაინა), ტარნოვის (პოლონეთი), შრემის (პოლონეთი), ნოვოგრად-ვოლინსკის (უკრაინა) რადვილიშკისის (ლიეტუვა) გორკის (ბელორუსია) და ბაუსკას (ლატვია) წარმომდგენლებმა მიულოცეს ქალაქს დღესასწაული და მომავალ თანამშრომლობაზე არაერთი საკითხი განიხილეს.
სტუმრებს ოფიციალური ვიზიტით შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.
ოფიციალურ შეხვედრაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და ობუხოვის დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდ ლევჩენკომ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
შეხვედრა დალოცა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს დაბა ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.
პროექტი უმნიშვნელოვანესია როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის განვითარების მხრივაც.
გიორგი გურასპაშვილმა და ობუხოვის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
29/09/2019