გიორგი გურასპაშვილმა, გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი

26/05/2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ, მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და საქართველო- სომხეთის 1918-1919 წლების ომში ხაშურის რაიონიდან გარდაცვლილ მებრძოლთა საძმო სასაფლაო. ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველმა თამაზ ლაცაბიძემ ის ისტორიული მოვლენები გაიხსენა რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლას მუდმივად თან ახლდა სხვადასხვა ეპოქაში. მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს სოფელ აძვისში დავით ნიკოლოზის ძე კაპანაძის საფლავი, რომელზე გამოსახული ცნობილი წარწერა: „მონობაში ტანჯულო დაუვიწყარო დაუვიწყარო მამავ, შენი ნატვრა აღსრულდა. საქართველო განთავისუფლდა“ ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0