გიორგი გახარია ელიზაბეთ რუდს შეხვდა

08/01/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს გასული წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.
საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრას აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0