გიორგი ალიბეგაშვილმა საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს მიულოცა

25/03/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს დაესწრნენ, რომელიც საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გადაიხადა.
გიორგი ალიბეგაშვილმა მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართულ საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს მიულოცა.
,,საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.
ავტოკეფალიის აღდგენა უდიდესი მოვლენა იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს ერის სულიერ ცხოვრებაში’’,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ და იმ ფასეულობათა დამკვიდრებასა და შენახვაში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელწიფოებრიობის, კულტურისა და ტრადიციათა საფუძველს წარმოადგენენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0