გიორგი ალიბეგაშვილი კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაცილების ღონისძიებას დაესწრო

15/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაცილების ღონისძიებას დაესწრნენ.
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის თასის მოგზაურობა საქართველოში უკვე დასრულდა. ევრობასკეტის ტროფი – ტურის ფარგლებში ჩემპიონატის მთავარი პრიზი ფუნიკულიორზე გამოიფინა, სადაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში წარმატებები უსურვა.
ილიას ზუროსის გუნდი 22 აგვისტოს საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც წარმომადგენლობით, „აკროპოლისის თასის“ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ, პირდაპირ ევრობასკეტზე გაემგზავრება – ისრაელში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0