გიორგი ალიბეგაშვილი და გიორგი ტყემალაძე თურქ ბიზნესმენებს შეხვდნენ

14/01/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან და დეპუტატ ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად თურქ ბიზნესმენებს შეხვდა.
ბიზნესმენებმა შეხვედრაზე პრეზენტაცია გამართეს და მასპინძლებს კომპანია ,,ატინა ენჯინეარინგ ქონსტრუქშენ ინდუსთრი’’-ს 21 წლიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებზე და საქმიანობის თბილისში დაწყების სურვილი გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომლის მიმართულება წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობაა ამჟამად ფოთში მუშაობს.
თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრა დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0