გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

11/01/2024

გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს 2023 წელი და დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდის მიერ 2024 წელს მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი პროექტები;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრების გეგმა – გრაფიკი;
სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის მიზნით, მუდმივმოქმედი კომისიების მიერ შესწავლილი ზარალის ოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0