კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად, საგარეჯოში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებს ესტუმრა და ადგილობრივებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეების ნობათები გადასცეს.
“ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს – გაზაფხულის დადგომის, ახალი წლის შემოსვლის და სიცოცხლის განახლების დღესასწაულს კახეთის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობას და ასევე, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს. გისურვებთ წარმატებებს და კეთილდღეობას!”- განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.