კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს და ლატვიის საპატიო კონსულს კახეთის მხარეში, მიხეილ ხუნდაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და საერთო თანამშრომლობაზე. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ქალბატონ ელჩთან საუბრისას აღნიშნა ლატვიის ქალაქებთან დამეგობრებული თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ურთიერთობა, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ერეკლე მეფის 303-ე და ილია ჭავჭავაძის 186-ე იუბილეზე, კახეთის ორივე მუნიციპალიტეტმა უმაპსპინძლა ლატვიიდან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის პოტენციალს და საინვესტიციო შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით. მხარეებმა განსაზღვრეს საერთო პრესპექტივები და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
გიორგი ალადაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
09/11/2023