გიორგი ალადაშვილი ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

08/12/2023

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე.
ელჩმა აღნიშნა, რომ თითქმის ოთხივე სეზონზე სტუმრობენ ირანიდან ვიზიტორები საქართველოში, ტურისტული დანიშნულების ადგილებს. შეხვედრაზე მხარეებმა საერთო მიმართულებები განსაზღვრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0