კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თათბირზე მუნიციპალიტეტების მიხედვით შეაჯამეს 2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, განიხილეს მიმდინარე საახალწლო სამზადისი და 2023 წლის სამოქმედო გეგმა. საქართველოს პრემიერ – მინისტრის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით, ახალი წლის დღეების საზეიმოდ აღნიშვნა იწყება. კახეთის რეგიონის რვავე ქალაქი განახლებული საახალწლო ინფრასტრუქტურით არის მორთული. ახალი წლის დღეების გრანდიოზული ღონისძიებები 25 დეკემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტიდან იწყება და შობის დღესასწაულზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულდება. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მერებთან გამართულ სამუშაო თათბირს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.
გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა
23/12/2022