გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასველელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე, გზაზე ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა.
ასფალტის საფარი გიორგიწმინდის საავტომობილო გზაზე 1,35 კმ. მოეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 379 999 ლარით ფინანსდება.
სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდა სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
15/08/2017