გილოცავთ! ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს

28/03/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს და მათ გულშემატკივრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას ულოცავს. მთავრობის მეთაური ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას უსურვებს.

„გილოცავთ! ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს, რომელიც ტრადიციულად საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში თამაშდება. ქართველ ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ვუსურვებ!”- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს მოედანზე გულშემატკივრობდა. მატჩის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა გამარჯვებულებს ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0