გიზო სართანიამ გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო შეხვედრა გამართა

17/08/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიზო სართანიამ, გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. როგორც გიზო სართანიამ აღნიშნა, ყველა ის პროექტი, რაც სოფლის კრებებზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელდა განხორციელდება. ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებს ახორციელებს. განხორციელდება ყველა ის პროექტი, რასაც ჩვენ მოსახლეობას შევპირდით. ჩვენი ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული. ჯანდაცვაში უკვე 600 000 ლარია დახარჯული. სოციალური პროექტებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამორჩეული მუნიციპალიტეტია. ამის ნათელი დადასტურება კი სოციალური სახლებია, რომლებსაც სოციალურად დაუცველებს ვუშენებთ. ჩვენ განვითარების ძლიერი ტემპი გვაქვს აღებული და ეს ტემპი არ დაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0