გივი ჭიჭინაძე წყლის ამერიკელ ექსპერტს შეხვდა

29/01/2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, წყლის ამერიკელ ექსპერტს კეილ კასეს შეხვდნენ. მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებულ წყლის სისტემაზე, არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექსპერტისგან შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო USAID – ის ჩართულობით, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებაზე მუშაობს. პირველ ეტაპზე არსებული სისტემის შესწავლა ხორციელდება. აღნიშნული მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0