გივი მოდებაძე, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

18/01/2020

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ჯანდაცვის საკოორდინაციო სამსახურის,“ჯეო-ჰოსპიტალსისა“ და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე აღინიშნა,რომ გრიპის ინფექციასთან დაკავშირებით ჭიათურაში საგანგაშო მდგომარეობა არ არსებობს. მიმდინარე კვირაში გრიპის სიმპტომებით პაციენტთა მიმართვიანობამ შედარებით იკლო, მკურნალობას ექვემდებარება სტაციონარში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა. ყველა საჭირო მედიკამენტის მარაგი არსებობს. მუნიციპალიტეტის მერი ჯანდაცვის წარმომადგენლებს მხარდაჭერას და გვერდში დგომას დაპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0