ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოსთან ერთად ძუძუანას მღვიმეში ლაშქრობა მოაწყო. აღნიშნული ღონისძიება 3 მარტს დაიგეგმა, როცა ჭიათურის მერი მოსწავლეთა საკრებულოს წევრებს ეწვია.
ლაშქრობაში მონაწილეობა ჭიათურის მერთან ერთად 20-მდე მოსწავლემ და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და კულტურის ცენტრის ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ძუძუანას მღვიმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მღვიმის დათვალიერების პარალელურად გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში დასუფთავდება გამოქვაბულის მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი ბილიკი.
გივი მოდებაძის ინიციატივით ასევე, დაიგეგმა ერთობლივი ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში, სადაც მოინახულებენ ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილ უძველეს ძაფს. ლაშქრობისას გადაწყდა, რომ ჭიათურის მერია და მოსწავლეთა საკრებულო მღვიმის ტურისტულად განვითარების პერსპექტივას სფეროს სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ.
ძუძუანას კარსტულ მღვიმეში მსოფლიოში უძველესი ძაფია აღმოჩენილი, რომელიც 34 ათასი წლით თარიღდება. მღიმე მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტეტიტორიაზე, მდინარე ნიკრისას მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 480 მეტრზე.
გივი მოდებაძემ ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოსთან ერთად ძუძუანას მღვიმეში ლაშქრობა მოაწყო
12/03/2019