საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ქვეკომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი გივი მიქანაძის კანდიდატურას და დადებითად შეაფასა 2023 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული ქვეკომიტეტის საქმიანობა.
გივი მიქანაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს
24/01/2024