გია სალუქვაძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა

07/03/2016

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს რეგიონის გამგებლებს, მერს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ხორციელდება. ასევე, განიხილეს მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
გუბერნიაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0