კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით, ბიზნესს და ჩვენს თანამოქალაქეებს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი და რეგულაცია, რაც შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესმა უნდა დაიცვას ოპერირების არსებული სტანდარტები, მთავრობა კი ყველა სახის ბიზნესს 1 მარტამდე თანამშრომლების უფასო ტესტირებას დაუსუფსიდირებს.
„8 თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით, ანუ თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც, შაბათ-კვირის გარდა, ფუნქციონირებას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი. ამავდროულად ძალაში რჩება გადააადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. ასევე შაბათ-კვირის გარდა, მუშაობას განაახლებენ როგორც ღია, ასევე დახურული ბაზრობები. ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის სრულფასოვნად აღდგენა. 1 თებერვლიდან, სამი ქალაქის გარდა, სწავლა განახლდა ყველგან, 15 თებერვლიდან კი მოსწავლეები სკოლებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც დაუბრუნდებიან. ამას გარდა, 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში, შესაძლებელი იქნება კვების ობიექტების ფუნქციონირება, თუმცა შაბათ-კვირის განმავლობაში ძალაში დარჩება მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისი,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.